პროექტის სახელწოდება–– მოგზაურობა რიცხვით სამყაროში
პროექტის მთავარი იდეა–– მათემატიკური აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარება ყურადღების გამახვილება სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გამოყენებაზე გარემომცველი სამყაროს შემეცნებისა და რეალური პრობლემების გადაჭრისას , მოსწავლეთა ენთუზიაზმის გაძლიერება,მათემატიკის სიყვარულისა და ინტერესის აღძვრა–განვითარება, სხვადასხვა სიტუაციაში მათემატიკური ობიექტების და პროცესების შემჩნევა
პროექტის აქტუალობა–– ჯგუფური მუშაობის პრინციპის დახვეწა – გამოყენება ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობითი , ჰარმონიული ურთიერთობის ჩვევის გამომუშავება სოციალური უნარ–ჩვევების, ერთმანეთის მოსაზრებების გათვალისწინება, ყურადღებით მოსმენის საფუძველზე შეთანხმებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავება.
მონაწილეთა პროფილი მეათე კლასი
პროექტის შედეგები–/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაინტერესება გაიზარდოს მათემატიკის მიმართ. განუვითარდეთ, განუმტკიცდეთ კვლევა-ძიების უნარი.გამოუშვან კედლ-გაზეთი: საინტერესო რიცხვთა სამყარო.
მათ. X1. მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის ქვესისტემების ერთმანეთისაგან განსხვავება.
მათ. X4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.
შეფასების საგანი/პროცედურები–– დაკვირვების და შეფასების საგანი,ანალიზის ობიექტი არის ჯგუფური მუშაობა.შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მიხედვით.გამოყენებულ იქნება განმსაზღვრელი შეფასება.
ვადები/ხანგრძლივობა–– პროექტის მზადების პერიოდი 10 დღე.
შესრულების დრო 1სთ.
No comments:
Post a Comment