Saturday, July 20, 2013

ტრენინგი მე 2 დონე თერჯოლა 2013წ

კომპიუტერის მე-2 დონის ტრენინგი მეტად სასარგებლო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის ბევრი რამე ვისწავლე და იმედი მაქვს კიდევ ვისწავლი სახლში განვამტკიცებ ჩემს ცოდნას .არასოდეს დამავიწყდება ჩემი ტრენერი საუკეთესო სპეციალისტი სასიამოვნო და თბილი ადამიანი .

Thursday, July 18, 2013

პროექტი -მათემატიკაში

შემეცნებით-გასართობი პროექტი მათემატიკაში

პროექტის სახელწოდება–– მოგზაურობა რიცხვით სამყაროში

პროექტის მთავარი იდეა–– მათემატიკური აზროვნებისა და ლოგიკური მსჯელობის უნარის განვითარება ყურადღების გამახვილება სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნის გამოყენებაზე გარემომცველი სამყაროს შემეცნებისა და რეალური პრობლემების გადაჭრისას , მოსწავლეთა ენთუზიაზმის გაძლიერება,მათემატიკის სიყვარულისა და ინტერესის აღძვრაგანვითარება, სხვადასხვა სიტუაციაში მათემატიკური ობიექტების და პროცესების შემჩნევა

პროექტის აქტუალობა–– ჯგუფური მუშაობის პრინციპის დახვეწაგამოყენება ჯგუფის წევრებს შორის თანამშრომლობითი , ჰარმონიული ურთიერთობის ჩვევის გამომუშავება სოციალური უნარჩვევების, ერთმანეთის მოსაზრებების გათვალისწინება, ყურადღებით მოსმენის საფუძველზე შეთანხმებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებისა და დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავება.


მონაწილეთა პროფილი მეათე კლასი
პროექტის შედეგები–/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: დაინტერესება გაიზარდოს მათემატიკის მიმართ. განუვითარდეთ, განუმტკიცდეთ კვლევა-ძიების უნარი.გამოუშვან კედლ-გაზეთი: საინტერესო რიცხვთა სამყარო.

მათ. X1. მოსწავლეს შეუძლია ნამდვილ რიცხვთა სიმრავლის ქვესისტემების ერთმანეთისაგან განსხვავება.
მათ. X4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.

შეფასების საგანი/პროცედურები–– დაკვირვების და შეფასების საგანი,ანალიზის ობიექტი არის ჯგუფური მუშაობა.შეფასება მოხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებისა და შეფასების სქემის მიხედვით.გამოყენებულ იქნება განმსაზღვრელი შეფასება.
ვადები/ხანგრძლივობა–– პროექტის მზადების პერიოდი 10 დღე.


შესრულების დრო 1სთ.

Wednesday, July 17, 2013

ჩემი ავტობიოგრაფია

მე ნინო ბერძულიშვილი ვმუშაობ ჩხარის მე-2 საჯარო სკოლაში . ვარ მათემატიკის მასწავლებელი.ვცხოვრობ თერჯოლაში .